პირველად მრავალეროვნული სწავლებების ისტორიაში, ქართველი და ამერიკელი სამხედროების მონაწილეობით, საჰაერო-სადესანტო სწავლება გაიმართა. ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე C 130 ჰერკულესის ტიპის სამხედრო თვითმფრინავები დღეს დილიდან გამოჩნდნენ. ამერიკელი სამხედრო თვითმფრინავები გერმანიაში, რამშტეინის ბაზაზე არიან დისლოცირებული, სპეციალურად Agile Spirit 2021-ის ფარგლებში საჰაერო კომპონენტის მხარდასაჭერად კი, ბორტი ალექსეევკას შერეულ საავიაციო ბაზაზე ჩამოვიდა.
ქართველი სამხედროების თავდადებაზე კელი დეგნანს დღეს თავად ამერიკელი სამხედროებიც ესაუბრნენ. პარტნიორი ქვეყნის ჯარისკაცებმა ავღანეთის სამშვიდობო მისიაც გაიხსენეს და თქვეს, რომ ქართველებთან ერთად მისიის შესრულება მნიშვნელოვანი იყო. ახლა კი, ამერიკელი სამხედროები "agile spirit"-ის ფარგლებში ჩატარებული წვრთნებს საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის კიდევ ერთ წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ.
მრავალეროვნული სამხედრო სწავლება "agile spirit" საქართველოში მეათედ ტარდება. მასში მონაწილეობას ნატოს წევრი 12 და პარტნიორი 3 ქვეყნის 2500-ზე მეტი მონაწილე იღებს და საქართველოს მასშტაბით 5 ლოკაციაზე მიმდინარეობს. სწავლება 26 ივლისს სენაკის სამხედრო ბაზაზე გაიხსნა და 6 აგვისტოს ორფოლოს პოლიგონზე საზეიმოდ დაიხურება.