საბერძნეთში ხანძრის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. სტიქიამ საცხოვრებელი სახლები და ფერმები დააზიანა.
შემთხვევის ადგილზე ასობით მეხანძრეა მობილიზებული. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.
ცეცხლის გავრცელებას ხელი მაღალმა ტემპერატურამ და ძლიერმა ქარმა შეუწყო.