სომხეთი აზერბაიჯანს კვლავ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. როგორც სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა საკვები პროდუქტებით დატვირთულ სატვირთოს ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დარღვევაში აზერბაიჯანი თავის მხრივ სომხეთს ადანაშაულებს. ოფიციალური ბაქო იუწყება, რომ სომხეთმა ცეცხლი აზერბაიჯანელი სამხედროების მიმართულებით გახსნეს.
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ცნობით, ამ დროისთვის სიტუაცია სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება