28 ნოემბერი 2024,   10:49
ვრცლად
მსგავსი ტრაგედიები ყველგან ხდება მაგრამ ამის გამო არავინ კადრულობს საკუთარი ქვეყნის დისკრედიტაციას - რატი იონათამიშვილი

ოპოზიციური პარტიების გარკვეული ნაწილის მიზანმიმართული კამპანია და ინტერესი, რომ მსოფლიოს შეექმნას წარმოდგენა, თითქოს საქართველო და თბილისი საშიშია - ასე აფასებს მმართველი გუნდი იმ გამოხმაურებებს, რომელიც თბილისში ავსტრალიის მოქალაქის გარდაცვალებას მოყვა.

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი წევრი რატი იონათამიშვილი "ნაციონალურ მოძრაობას" ტრაგედიით მანიპულირებაში ადანაშაულებს. 

"ნაცმოძრაობა", ფაქტობრივად, სიკვდილზეა ჩასაფრებული, რომ ადამიანის გარდაცვალებაზე საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის დაფუძნება და პოლიტიკური დივიდენდების მიღება შეძლონ. სამწუხაროდ, მსგავსი ტრაგიკული ფაქტები მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ ამის გამო არავინ კადრულობს, რომ საკუთარი ქვეყნის და ხალხის დისკრედიტაცია მოახდინოს,"- აცხადებს იონათამიშვილი. 

მმართველი გუნდის კიდევ ერთი წევრის ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, ოპოზიციური პარტიები მსგავსი განცხადებებით არათუ "ოცნებას", არამედ ქვეყანას აზიანებენ. 

"პოლიტიკოსები, ე.წ. ექსპერტები, ე.წ. მედია - მეტი რა შეიძლება დავარქვათ, ადამიანის სიკვდილით სპეკულირებენ და ეს სპეკულაცია მიდის არამარტო იქამდე, რომ ოპონენტ პოლიტიკურ პარტიას ავნონ, არამედ მთლიანად რომ ქვეყანას ავნონ. ადამიანები თითქოს ჩასაფრებულები არიან, ოღონდ ვინმე გარდაიცვალოს და შემდეგ ამაზე ააწყონ ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი და ანტისახალხო კამპანია,"-აცხადებს ქადაგიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის მოქალაქე შანაე ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა. მისმა მეგობარმა სოციალური ქსელით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალს ტელეფონზე ელაპარაკებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, თავს დაესხნენ. ძებნაში პოლიცია ჩაერთო, 31 ივლისს კი შანაე ბრუკის ცხედარი მთაწმინდის ფერდობზე იპოვეს. 

ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის, სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები