28 ნოემბერი 2024,   13:43
ვრცლად
სტიქია სვანეთში - მესტიის 4 სოფლის ასზე მეტი ოჯახი ამ დრომდე მოწყვეტილი რჩება გარესამყაროს

მესტიაში 4 სოფლის ასზე მეტი ოჯახი ამ დრომდე მოწყვეტილი რჩება გარესამყაროს. ძლიერი წვიმის შედეგად, ადიდებულმა მდინარემ სრულად გაანადგურა სოფელ ადიშისკენ მისასვლელი გზის რამდენიმე მონაკვეთი. ყველაზე რთული ვითარება სწორედ ამ დასახლებასთან დაკავშირებითაა - სოფელი მოწყვეტილია გარე სამყაროს, შეუძლებელია გადაადგილება.

სტიქიამ ასევე დააზიანა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები. დენი არ მიეწოდება სოფელ ადიშის, იფარის, კალასა და უშგულის მოსახლეობას. ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანდა სხვა სოფლებში სახნავ-სათესი სავარგულებიც.

მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მუშაობენ შესაბამისი ჯგუფები. მიმდინარეობს ზარალის შესწავლა და სალიკვიდაციო სამუშაოები.

დღის ამბები