28 ნოემბერი 2024,   13:45
ვრცლად
სტიქიას ებრძვიან ლენტეხში - წაღებულია ლენტეხი-ლასტილის დამაკავშირებელი გზის ცენტრალური მონაკვეთი

სტიქიას ებრძვიან ლენტეხში. მერის ინფორმაციით, წაღებულია ლენტეხი-ლასტილის დამაკავშირებელი ცენტრალური გზის ჩოლურის მონაკვეთი 100 გრძივი მეტრი, რის გამოც მთლიანად  პარალიზებულია მოძრაობა.

ასევე წალეკილია გზა სოფელ დურაშის და საყდარის მიმართულებით. მდინარე ჩოლშურას ადიდების გამო, წაღებულია დურაშთან დამაკავშირებელი ხიდი. წაღებულია სოფელ ტვიბთან დამაკავშირებელი გზაც.

რამდენიმე სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი.

დღის ამბები