28 ნოემბერი 2024,   12:45
ვრცლად
მეტად მაწუხებს საქართველოში უკან გადადგმული ნაბიჯები, იმედგაცრუებულნი ვართ იმის გამო, რაც ხდება- სენატორი ჯიმ რიში

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოს შესახებ ისაუბრეს. სახელმწიფო მდივნის თანაშემწეობის კანდიდატების მოსმენაზე საქართველოში ჟურნალისტებზე თავდასხმის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა სენატორმა ჯიმ რიშმა. რიშის განცხადებით მის პოზიციას იზიარებს სენატორი შაჰინიც.

"სულ უფრო მეტად მაწუხებს საქართველოში უკან გადადგმული ნაბიჯები. ბოლო კვირების განმავლობაში 50-ზე მეტ ჟურნალისტს სცემეს - ერთ-ერთი მათგანი დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა, ასევე რამდენიმე მოსამართლე უზენაეს სასამართლოში 19 აპრილის შეთანხმების საწინააღმდეგოდ დანიშნეს. ვიცი, რომ სენატორი შაჰინი იზიარებს ჩემს შეშფოთებას, ჩვენ არაერთი დისკუსია გვქონდა ამის შესახებ. იმედი მაქვს, იმუშავებთ საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

მე და ამ კომიტეტის სხვა წევრები იმედგაცრუებულნი ვართ იმის გამო, რაც საქართველოში ხდება. სენატორი შაჰინი და მე საქართველოში 2012 წლის ოქტომბერში ვიმყოფებოდით, როდესაც არჩევნები ჰქონდათ და რომლის შესახებაც ვფიქრობდით, რომ ახალი დასაწყისი იქნებოდა. მას შემდეგ ჩვენ რეგულარულად იმედგაცრუებლები ვართ იმის გამო, რაც იქ ხდება. ისინი ყოველთვის ჩამოდიან ვაშინგტონში, სხვადასხვა პარტია და თითოეული მათგანი ცდილობს ჩვენ ჩაგვრთოს და მხარე დავიჭიროთ მათ პოილიტიკურ მანევრებში, რასაც ყველა ქვეყანა აკეთებს, და ჩვენ ვუმეორებთ მათ, რომ ეს თავად უნდა გადაწყვიტონ. ჩვენ არ ვაპირებთ მხარეები ავირჩიოთ, მაგრამ ისინი ვერ აღწევენ დიდ პროგრესს," - განაცხადა სენატორმა ჯიმ რიშმა.

საქართველოს შიდა პოლიტიკური საკითხების გარდა მოსმენაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო რუსული აგრესიის შეკავებაც.

დღის ამბები