28 ნოემბერი 2024,   13:38
ვრცლად
ვაქცინის დეფიციტის გამო ირანელების ნაწილი სომხეთში იცრება

192 მილიონს უახლოვდება კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მსოფლიოში. განსაკუთრებით სწრაფად ვრცელდება და დომინირებს დელტა შტამი.

ინფიცირების შემთხვევებმა იმატა დიდ ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებში. ჯო ბაიდენი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. შეერთებული შტატების ის მოქალაქეები, რომლებიც სრულად ვაქცინირებული არიან 9 აგვისტოდან კანადაში შეზღუდვების გარეშე შეძლებენ მოგზაურობას.

COVID-19-ით ინფიცირების მაჩვენებელმა იმატა საბერძნეთშიც, სადაც ახალი შეზღუდვების დაწესება იგეგმება. 1 სექტემბრიდან სავალდებულო გახდება მედპერსონალის აცრა.

გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა ბანგლადეშში. ირანის დედაქალაქში კი ერთ კვირიანი ლოკდაუნი ცხადდება. ირანელების ნაწილი თავიანთ ქვეყანაში ვაქცინის დეფიციტის გამო სომხეთში იცრება. სომხეთში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს AstraZeneca-ს ვაქცინით აცრა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ ქვეყანაში 10 დღეს მაინც დაჰყოფენ.

დღის ამბები