28 ნოემბერი 2024,   12:40
ვრცლად
უნდა ვაღიაროთ რთული განცხადებაა, დარწმუნებული ვარ, საერთო ენას გამოვძებნით - გია ვოლსკი სახდეპის განცხადებაზე  

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი ეხმაურება. მმართველი გუნდის წევრი დარწმუნებულია, რომ პარტნიორ ქვეყანასთან ერთად საერთო ენის და გადაწყვეტილების მოძებნას შეძლებენ.  

"რთული განცხადებაა, უნდა ვაღიაროთ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან ერთად, გამოვძებნით საერთო ენას, საერთო გადაწყვეტილებას და უფრო სიღრმისეულად გვექნება შესაძლებლობა ვიმსჯელოთ ამ თემასთან დაკავშირებით. საამისო ნაბიჯები უკვე გადადგა, რომ სიღრმისეულად განვიხილოთ საკითხები. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოვა, რომ ზედმიწევნით შესრულებული ჩვენი ვალდებულებები, მათ შორის ზედმიწევნით შესრულება ვენეციის კომისიის რეკომენდაციების, არაფერს არ ნიშნავს და ქართველი საზოგადოებისთვის ეს საკმაოდ გაუგებარი აღმოჩნდება," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

დღის ამბები