28 ნოემბერი 2024,   12:41
ვრცლად
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს 19 აპრილის შეთანხმება, მათ შორის, უზენაეს სასამართლოში დანიშვნების შეჩერებით​ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა რამდენიმე საათის წინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას 19 აპრილის შეთანხმების შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, ამ კონტექსტში ხაზგასმულია უზენაეს სასამართლოში დანიშვნების დროებით შეჩერება.

დეპარტამენტში აცხადებენ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ 12 ივლისს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 6 კანდიდატის დამტკიცება 19 აპრილს მიღწეულ შეთანხმებას ეწინააღმდეგება. განცხადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმების თანახმად, უზენაეს სასამართლოში "მიმდინარე ყველა დანიშვნა" იქამდე უნდა შეეჩერებინათ, სანამ "სასამართლოს ამბიციური რეფორმა" ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული რეფორმის პროცესის გზით არ განხორციელდებოდა.

"ამის ვერშესრულება უფრო მეტად გამოუთხრის ძირს ქართული საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ნდობას საქართველოს სასამართლოს მიმართ და რისკს შეუქმნის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას. 19 აპრილის შეთანხმების არასრულმა შესრულებამ შესაძლოა შეასუსტოს ინვესტორების ნდობა და შეამციროს საქართველოს პოლიტიკური და სოციალური ინსტიტუტების მდგრადობა" - წერია განცხადებაში.

დღის ამბები