28 ნოემბერი 2024,   13:46
ვრცლად
Pfizer​-ის ვაქცინა საქართველოშია

საქართველოში საყოველთაო ვაქცინაცია იწყება. ამერიკულ-გერმანული წარმოების pfizer-ის  ვაქცინა  უკვე საქართველოშია. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.


"pfizer-ის ვაქცინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა აღიარებული. 
pfizer-ით იმუნიზაცია მოქალაქეებს პირველ ეტაპზე 7 სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ. 
pfizer-ით ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეს, 15:00 საათიდან შეეძლებათ, აცრის პროცესი კი 16 ივლისიდან დაიწყება.
pfizer-ის ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28  დღის ინტერვალით კეთდება.  
pfizer-მა ვაქცინა გერმანულ პარტნიორ კომპანია "ბიონტექთან" ერთად შექმნა. 
უსაფრთხოებიდან გამომდინარე pfizer-ითა და AstraZeneca-ით ვაქცინაცია მხოლოდ კლინიკებში იქნება შესაძლებელი. ხოლო ჩინური ვაქცინებით sinopharm-ით და sinovac​-ით იმუნიზაცია მოქალაქეებს დამატებით მოწყობილ ვაქცინაციის ცენტრებშიც შეეძლებათ.
pfizer-ით ვაქცინაციისთის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე - booking.moh.gov.ge-ზე

COVID 19-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მისაღებად ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ - 144-3. 
pfizer-თან ხელშეკრულების ფარგლებში  საქართველო ეტაპობრივად  1 000 350 დოზა ვაქცინას მიიღებს.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა. 
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას,"- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები