28 ნოემბერი 2024,   12:49
ვრცლად
მმართველ პარტიას არ სურს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა - არასამთავრობო სექტორი მოსამართლეების დამტკიცებაზე

მმართველ პარტიას არ სურს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა - ასე ეხმაურება არასამთავრობო სექტორი გუშინ პარლამენტის მიერ მოსამართლეების დამტკიცების ფაქტს.

მათი შეფასებით, ამ კანდიდატების მხარდაჭერით, მმართველმა გუნდმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კლანთან დაკავშირებული პირებისთვის ხმის მიცემა, მათ ინტერესსაც წარმოადგენს.

საკანონმდებლო ორგანომ გუშინ ექვსი მოსამართლე დაამტკიცა. მათ ამიერიდან მოსამართლის მანტიის ტარების უფლება უვადოდ მიენიჭათ.

დღის ამბები