28 ნოემბერი 2024,   13:49
ვრცლად
"პრაიდის" ოფისზე თავდასხმისთვის პატიმრობა დღეს 3 პირს შეუფარდეს - ამასთან, არ არის გამორიცხული, ბრალდებულ პირთა წრე მნიშვნელოვნად გაიზარდოს

ჟურნალისტებსა და "პრაიდის" ოფისზე მომხდარი თავდასხმა - მიუხედავად კადრებში დაფიქსირებული ძალადობრივი ქმედებებისა, მასში მონაწილეებმა სასამართლოში დანაშაული უარყვეს და გირაოთი გათავისუფლება მოითხოვეს.

ამ ეტაპზე პრაიდის ოფისის დარბევის ფაქტზე ალიკა ალიზოვი, გიორგი ელიზბარაშვილი და გიორგი ოძელაშვილი არიან დაკავებულები. პროკურატურის შუამდგომლობა მოსამართლემ სრულად გაიზიარა და მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

5-6 ივლისის მოვლენების დროს მედიაზე და "პრაიდის" ოფისზე თავდასხმისთვის დაკავებულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ფორმულას" ჟურნალისტის და ოპერატორის, "ტელეიმედის" ოპერატორის და "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტის მიმართ ძალადობის ბრალდებით კიდევ ოთხი პირი დააკავა. ცნობილი გახდა, რომ ახალი ბრალი წარედგინა "ტვ პირველის" ჟურნალისტზე თავდამსხმელს, რომელიც როგორც გაირკვა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის ცემაშიც მონაწილეობდა.

5-6 ივლისის მოვლენები შეაფასა საქართველოში ამერიკის ელჩმა. კელი დეგნანი ამბობს, რომ იმედგაცრუებულია, რადგან ძალადობის ფაქტებზე ხელისუფლებისგან მეტ რეაგირებას ელოდა. სუბიექტურ პოზიციად აფასებენ ელჩის განცხადებას მმართველ გუნდში.

თბილისში, 5-6 ივლისს პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე ძალადობაში მონაწილეების იდენტიფიცირების მიზნით, გამოძიება გრძელდება და სავარაუდოდ, ბრალდებულ პირთა წრე მნიშვნელოვნად გაიზრდება. უკვე დაკავებული 20 პირიდან 17-ს ბრალი ჟურნალისტებზე ძალადობაში ედებათ.

 

ავტორი: ხათუნა გაგნიძე 

 

დღის ამბები