28 ნოემბერი 2024,   13:48
ვრცლად
ტოკიოს 32-ე ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას საქარველოს სახელით სპორტის 11 სახეობაში 35 ათლეტი მიიღებს

ტოკიოს რიგით 32-ე ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას საქარველოს სახელით სპორტის 11 სახეობაში 35 ათლეტი მიიღებს.

სპორტსმენები იაპონიაში რამდენიმე დღეში გაემგზავრებიან, იქამდე კი გაცილების ცერემონია ოლიმპიურ სოფელში გაიმართა. საქართველოს ოლიმპიურმა და პარალიმპიურმა დელეგაციებმა ფიცი დადეს, რის შემდეგაც მათ აღმასრულებელი და საკანონდებლო ხელისუფლების ხელმძღვანელებმა მიმართეს. დღეს გაირკვა, რომ ოლიმპიადიდად დაბრუნებული ჩემპიონები მილიონი ლარით დაჯილდოვდებიან.

სპორტსმენებს სიტყვით დედაქალაქის მერმა და პარლამენტის თავმჯდომარემაც მიმართეს და თქვეს, რომ მთელი საქართველო მათ გამარჯვებას ელოდება.

იაპონიაში ქართველი სპორტსმენები ძირითადად ისეთ ინდივიდუალურ სახეობებში იასპარეზებენ, როგორიცაა ჭიდაობა, ძიუდო, ძალოსნობა და მძლეოსნობა.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების პროგრამაში პირველად შეიტანეს კარატე. მედლები ქალ-ვაჟთა სამ-სამ წონაში გათამაშდება. 

იაპონიაში ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე საქართველოს მედროშეები ოლიმპიური ჩემპიონები - ძალოსანი ლაშა ტალახაძე და ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე იქნებიან.

ზაფხულის 32-ე ოლიმპიური თამაშები იაპონიის დედაქალაქში 24 ივლისიდან 8 აგვისტომდე ჩატარდება და მასში მონაწილეობას 205-მდე ქვეყნის 11 ათასამდე სპორტსმენი მიიღებს. პარაოლიმპიური თამაშები კი 24 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე გაიმართება და საქართველოდან სპორტის 6 სახეობაში 16 სპორტსმენი იასპარეზებს.

დღის ამბები