28 ნოემბერი 2024,   13:52
ვრცლად
11 ქალაქში ჩატარებული სპეცოპერაცია და 31 ბრალდებული - რა პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობენ ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი პირები

11 ქალაქში ერთობლივად ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული ათეულობით პირი, რომეკლთაც ქურდულ სამყაროსთან კავშირი და წევრობა ბრალდება, სასამართლოს წინაშე წარსდგა. 

მხოლოდ დღეს, ბოლნისის რაიონული სასამართლო 8 დაკავებულის აღკვეთ ღონისძიებას განიხილავდა. დაცვის მხარე გირაოს სანაცვლოდ ბრალდებულების გათავისუფლებას ითხოვდა. ადვოკატები ამბობენ, რომ საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, საუბრობენ დარღვევებზეც, მათი მტკიცებით, დაკავებისას ბრალდებულების უფლებები შეიზღუდა.

ადვოკატთა ბრალდებები უსაფუძვლოა საქმის პროკურორისთვის, რომელიც დაცვის მხარეს მოუწოდებს უფლებების დარღვევების ფაქტების არსებობის შესახებ ინფორმაცია საგამოძიებო უწყებას მიაწოდონ. 

გარდა დღეს მიმდინარე 2 პროცესისა, კიდევ 2 სხდომა წარიმართა რუსთავის რაიონულ სასამართლოში, ამ შემთხვევაშიც მოსამართლემ 22 პირის აღმკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელა და ყველა მათგანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

ბრალდებულთა ნაწილი მათ დაკავებას პოლიტიკურ კონტექსტს უკავშირებს. ამბობენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მაღალჩინოსნები ამომრჩეველთა მობილიზებას სთხოვდნენ. 

31-ივე ბრალდებულს გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობას, საქმიანობასა და ქურდულ სამყაროსთან კავშირს ედავება. აქედან 25 სპეცოპერაციის შედეგად სხვადასხვა ქალაქში დააკავეს, 4 უკვე სხვა საქმეზე მსჯავრდებული იყო, 2 კი საგამოძიებო უწყება ამ დრომდე ეძებს.

დღის ამბები