28 ნოემბერი 2024,   13:36
ვრცლად
იმედი მაქვს პარლამენტი გამოიყენებს მინიჭებულ უფლებას და შეაჩერებს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს - კელი დეგნანი

ეუთო/ოდირის დასვკნა შეაფასა საქართველოში აშშ-ის ელჩმა შეაფასა. კელი დეგნანის თქმით, ვიდრე უზანაესი სასამართლოს მოსამართლეები დაინიშნებიან, საჭიროა ინკლუზიური დისკუსია, რომლის შემდეგაც შესაძლებელი იქნება პროცესის გაგრძელება.

დეგნანი იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტი  მინიჭებულ უფლებას გამოიყენებს და ამ პროცესს დროებით შეაჩერებს.

"ვნახე ეუთო/ოდირის დასკვნა, თუმცა მისი სიღრმისეული გაცნობის საშუალება არ მქონია. ვიდრე მოსამართლეების პროცესი წავა წინ, დანიშვნები უნდა შეჩერდეს. ამაზე 19 აპრილის შეთანხმებაშიც იყო საუბარი. მოსამართლეთა პროცესი უნდა დაპაუზებულიყო.

იმედი მაქვს, რომ პარლამენტი ამას გააკეთებს. გულწრფელად მაქვს იმედი, რომ ეს პროცესი დაპაუზდება. ქართველებს უდნა ჰქონდეთ მოსამართლეების განაჩენის ნდობა,"- აღნიშნა კელი დეგნანმა.

შგახსენებთ, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) მონიტორინგის მესამე ანგარიშში ნათქვამია, რომ მიუხედავად ბოლოდროინდელი გაუმჯობესებისა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის პროცესში არსებულმა ნაკლოვანებებმა რისკის ქვეშ დააყენა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა. 

დღის ამბები