28 ნოემბერი 2024,   13:42
ვრცლად
1 მილიონი დოლარი ლეგენდარული მორბენლის ფეხსაცმელში - Sotheby"s ოლიმპიურ აუქციონს მართავს

ტოკიოს ოლიმპიადის გახსნის დღეს Sotheby"s სპორტის მოყვარულებს საინტერესო აუქციონს შესთავაზებს. 

ოლიმპიადისთვის მიძღვნილ აუქციონზე ერთ-ერთი ლოტად კანადელი მორბენალის, 1964 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორის ჰარი ჯერომის სპორტული ფეხსაცმელი გავა. 

აღნიშნული ფეხსაცმელი სპორტსმენს Nike-ის თანადამფუძნებელმა ბილ ბაუერმანმა შეუკერა. ფეხსაცმლის გვერდებზე წითელი ისარი შემდეგ დაიხვეწა და Nike-ის ბრენდის ლოგოტიპად იქცა.

ბრენდის ისტორიის დასაწყისში შეკერილი მორბენლის ფეხსაცმლის საწყისი სააუქციონე ფასი კი დახლოებით 1 მილიონი დოლარი იქნება.

ასევე საკმაოდ ძვირადღირებული კიდევ ერთი ლოტი ოლიმპიურ აუქციონზე ლეგენდარული კალათბურთელის მაიკლ ჯორდანის ის სპორტული ფეხსაცმელი იქნება, რომელიც კალათბურთის ლეგენდას 1984 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ეცვა. 

Converse-ის ბრენდის Fastbreak მოდელს ჯორდანის ავტოგრაფით ონლაინ ვაჭრობაზე 80-100 ათასი დოლარის ფარგლებში გაიტანენ.

Open Photo

მთლიანად კი Sotheby"s აუქციონზე ოლიმპიური კოლექციის 50 ლოტი იქნება წარდგენილი. 

დღის ამბები