ბათუმში 35 წლამდე მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ქუჩაში ორ პირს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, დაპირისპირებაში მესამე პირი გაშველების მიზნით ჩაერთო, რის შემდეგაც მას ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენეს.
დაშავებული ბათუმის კლინიკა “მედცენტრშია” გადაყვანილი. კლინიკის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში თვითდინებით მივიდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.