28 ნოემბერი 2024,   13:52
ვრცლად
წელს მოზრდილი მოსახლეობის 60% უნდა ავცრათ, რომ წერტილი დავუსვათ ყოველდღიურ გარდაცვალებებს - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძის თქმით, წელს მოზრდილი მოსახლეობის 60% უნდა აიცრას. NCDC-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ყოველდღიურ გარდაცვალებებს წერტილი, მხოლოდ გაზრდილი ვაქცინაციის პირობებში დაესმევა

"ვიყოთ უფრო აქტიური, რამე, თუ პანდემიის დასრულების გზა გადის მხოლოდ და მხოლოდ აცრებზე. ჩვენ უნდა ავცრათ წელს მოზრდილი მოსახლეობის 60%, რომ წერტილი დავუსვათ ყოველდღიურ გარდაცვალებებს, წერტილი დავუსვათ ასეულობით ახალ შემთხვევებს და საერთოდ წერტილი დავუსვათ ეპიდემიას ქვეყანაში," - განმარტა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები