28 ნოემბერი 2024,   13:41
ვრცლად
აქციის მონაწილეები სპეცრაზმის გამოყვანას ითხოვენ

მშვიდობიანი აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს სპეცრაზმის გამოყვანას მოუწოდებენ, მათ ამ მოთხოვნით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს ვაჟა სირაძეს მიმართეს.

შეგახსენებთ რუსთაველის გამზირზე სიტუაცია კვლავ უკიდურესად დაძაბულია, ქაშუეთის ეკლესიასთან შეკრებილი სიძულვილის ჯგუფები დრო და დრო პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობენ. ისინი აგრესიით გამოირჩევიან არა მხოლოდ მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ არამედ სამართალდამცველებისადმი. ისვრიან ქვებს, კვერცხებს, შუშის ბოთლებსა და რკინის მძიმე საგნებს, რის შედეგადაც რამდენიმე მოქალაქე და პოლიციელი დაშავდა. 

დღის ამბები