28 ნოემბერი 2024,   13:48
ვრცლად
"ჩვენ ხომ გვქონდა მწარე გამოცდილება..."- მღვდელი გურამ ოთხოზორია საპატრიარქოს პასუხისმგებლობაზე საუბრობს

მღვდელი გურამ ოთხოზორიას თქმით, საქართველოს საპატრიარქოს უნდა გაეთვალისწინებინა 8 წლის წინანდელი გამოცდილება და არ უნდა დაეშვა ის მოვლენები, რაც თბილისში, რუსთაველის გამზირზე გუშინ განვითარდა. როგორც მღვდელმსახური ამბობს, საპატრიარქოს მოვლენების მსგავსი განვითარების პრევენცია უნდა მოეხდინა, ან პასუხისმგებლობა აეღო:

"ჩვენ ხომ გვქონდა მწარე გამოცდილება, 8 წელი გავიდა, რაც მაშინ მოხდა ახლა რისი იმედი გვქონდა, რატომ არ მოხდა იმის დაშვება, რომ მთელ საქართველოს რომ მოვუწოდებ, მოხდება ეს. თუ მოვუწოდებ პრევენცია ან პასუხისმგებლობაც უნდა აგვეღო," -  განაცხადა სასულიერო პირმა "ღამის კურიერის" საგანგებო ეთერში.

შეგახსენებთ, გუშინ ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა, რომლებიც რუსთაველის გამზირზე საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ შეიკრიბნენ ფიზიკურად იძალადეს მედიის წარმომადგენლებზე და დაარბიეს "თბილისი პრაიდისა" და "სირცხვილიას" ოფისები.

დღის ამბები