28 ნოემბერი 2024,   13:39
ვრცლად
კვერცხები, ქვები, რკინის მძიმე საგნები, შუშის და ქვიშით სავსე ბოთლები - ნივთები, რომელსაც ძალადობრივი ჯგუფები მშვიდობიან მოქალაქეებს ესვრიან

ძალადობრივი ჯგუფები მდუმარე აქციის მშვიდობიან მონაწილეებს და სამართალდამცველებს სხვადასხვა საგნებს ესვრიან, მათ შორის კვერცხებს, ქვებს, რკინის მძიმე საგნებს, შუშისა და ქვიშით სავსე ბოთლებს.

როგორც ადგილიდან "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტი იტყობინება, მოძალადე და ჰომოფობიური ჯგუფები საპატრულო პოლიციის უფროსს ულტიმატუმს უყენებენ, რომ ანტიძალადობრივი აქციიდან ლგბტქ დროშები მოაშორონ წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ძალადობრივ ქმედებებზე გადავლენ. მშვიდობიანი აქციის მონაწილეები კი სამართალდამცველებს სპეცრაზმის გამოყვანას მოუწოდებენ, მათ ამ მოთხოვნით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს ვაჟა სირაძეს მიმართეს.

შეგახსენებთ რუსთაველის გამზირზე სიტუაცია კვლავ უკიდურესად დაძაბულია, ქაშუეთის ეკლესიასთან შეკრებილი სიძულვილის ჯგუფები დრო და დრო პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობენ. ისინი აგრესიით გამოირჩევიან არა მხოლოდ მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ არამედ სამართალდამცველებისადმი. ისვრიან ქვებს, კვერცხებს, შუშის ბოთლებსა და რკინის მძიმე საგნებს, რის შედეგადაც რამდენიმე მოქალაქე და პოლიციელი დაშავდა. 

პოლიცია რადიკაური ჯგუფის წევრებს აკავებს.

დღის ამბები