28 ნოემბერი 2024,   13:43
ვრცლად
ანგარიშსწორება მედიის წინააღმდეგ და 53 ნაცემი ჟურნალისტი - კადრებში დაფიქსირებული მოძალადეების იდენტიფიკაცია მარტივია

53 ნაცემი ჟურნალისტი და სამი დაკავებული - პოლიციამ აიყვანა 40 წელს გადაცილებული სამი მამაკაცი. ერთი "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს თამარ თათარაშვილს მოპედით მიზანმიმართულად დაეჯახა, მეორემ "ტაბულას" რეპორტიორს - მაკო ჯაბუას დროშის ტარი რამდენჯერმე ჩაარტყა, მესამემ კი "ნიუპოსტის" წარმომადგენელს - ზურა ცერცვაძეს თავში იდაყვით მძიმე დაზიანება მიაყენა.

კლინიკაში მედიის რვა წარმომადგენელი რჩება - მათ ისეთი მძიმე დაზიანებები მიიღეს, როგორიცაა სხვადასხვა ტიპის მოტეხილობა - მათ შორის სახის ძვლების.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს ორივე თვალი დაზიანებული აქვს, მას ცემა არ აკმარეს და სახეში სავარაუდოდ ქიმიური ნივთიერება შეასხეს.

"კურიერმა" ვრცელი ვიდეომასალა შეისწავლა, სადაც მედიის წარმომადგენლებზე მოძალადეების იდენტიფიკაცია მარტივია. კადრებში დაფიქსირებული მოძალადეების იდენტიფიცირებას "კურიერი" აგრძელებს და შესაბამის მასალას საგამოძიებო უწყებებსაც გადასცემს.

დღის ამბები