28 ნოემბერი 2024,   13:40
ვრცლად
პარლამენტთან სპეცრაზმისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის მობილიზება მოხდა

ხმაური და დაპირისპირება რუსთაველის გამზირზე - დედაქალაქის მთავარ გამზირზე კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს. პარლამენტთან საპოლიციო ძალების რაოდენობა იზრდება. ადგილზე სპეცრაზმისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის მობილიზება მოხდა. 

პარლამენტთან ძალადობის წინააღმდეგ მიმართული მდუმარე აქცია "თავისუფლებისთვის" მიმდინარეობს, სადაც, ქაშუეთის ეკლესიასთან შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფები შეჭრას პერმანენტულად ცდილობენ. კონტრაქციებს საპოლიციო კორდონი და რკინის ჯებირები ჰყოფს, თუმცა ჰომოფობიურად განწყობილები პირები პერმანენტულად ცდილობენ მედიის დაზარალებული 55 ჟურნალისტისა და ლგბტქ თემის მხარდამჭერ აქციაზე შეიჭრნენ. 

აქციაზე "თავისუფლებისთვის" საკუთარი პროტესტის გამოსახატად ექიმები, პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეებიც იმყოფებიან.  

 

დღის ამბები