28 ნოემბერი 2024,   13:44
ვრცლად
"არა ძალადობას", "დაისაჯონ მოძალადეები" - ბათუმში ძალადობრივი ჯგუფების საწინააღმდეგო და მედიის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

"არა ძალადობას", "დაისაჯონ მოძალადეები" - ამ მოწოდებით ბათუმში, ევროპის მოედანზე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა გუშინ დედაქალაქში განვითარებული მოვლენები დაგმეს, სოლიდარობა გამოუცხადეს მედიის წარმომადგენლებს და თქვეს, რომ ძალადობრივი ჯგუფები საპატრიარქოსა და ხელისუფლების მიერ იყვნენ წახალისებულნი. ისინი მოძალადე პირთა იდენტიფიცირებას და დროულ გამოძიებას მოითხოვენ. აცხადებენ, რომ ყველა პირი კანონის წინაშე უმკაცრესად უნდა დაისაჯოს.

დღის ამბები