28 ნოემბერი 2024,   13:39
ვრცლად
16 მედიის 55-მდე დაშავებული - როგორ დაინახა ჟურნალისტებზე განხორციელებული გუშინდელი ძალადობა მთავრობამ და ოპოზიციამ

გუშინ Facebook პოსტებით დაწყებული სოლიდარობა დღეს ღია მხარდაჭერაში გადაიზარდა, დაიწყო პარლამენტის თავმჯდომარემ, გუშინ თუ უბრალოდ დაგმო, დღეს ჟურნალისტებზე თავდამსხმელების დასჯა კატეგორიულად მოითხოვა, არ გამორჩენია არც ევროკავშირის დროშის ჩამოხსნის ფაქტი.

სპიკერთან ერთად მედიაზე თავდასხმა და დედაქალაქის ქუჩებში დაუსჯელად 4 საათის განმავლობაში მოქალაქეებზე ძალადობა დაგმო პრემიერ-მინისტრმა და მისი კაბინეტის წევრებმაც.

დღეს გუშინდელი დღისგან განსხვავებით აქტიური იყო ოპოზიციაც. "ქართული ოცნების" პოლიტიკური ოპონენტები პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს იბარებენ, თუმცა არაფერს ამბობენ სამღვდელოების იმ ნაწილზე რომელმაც ძალადობრივ აქციას ორგანიზება გაუწია. 

დღის ამბები