რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ვაშინგტონის არამეგობრულ ნაბიჯებს მოსკოვი მკაცრად უპასუხებს.
"რუსეთთან, ძალის პოზიციიდან დიალოგი განწირულია მარცხისთვის" - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
რუსეთის პირველი დიპლომატი, უკმაყოფილოა ბაიდენი-პუტინის სამიტის შემდეგ, ვაშინგტონიდან მუდმივად მუქარის ტონით საუბრის.
"თუ ვაშინგტონს, როგორც ის აცხადებს, ნამდვილად სურს სტაბილური და პროგნოზირებული ურთიერთობები, საჭიროა სამართლიანი თანამშრომლობა" - აღნიშნა ლავროვმა.