28 ნოემბერი 2024,   13:52
ვრცლად
16 მედიის 55-მდე წარმომადგენელი - გუშინდელი აგრესიული თავდასხმების შემდეგ დაშავებულთა ნაწილი ამ დრომდე კლინიკაში რჩება

16 მედიის 55-მდე წარმომადგენელი - გუშინდელი აგრესიული თავდასხმების შემდეგ დაშავებულთა ნაწილი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. 

ორს, მათ შორის "პალიტრა ნიუსის" ოპერატორს, რომელსაც თავის ტრავმა და ცხვირის ძვლების მოტეხილობა ჰქონდა - ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ასევე პირველი არხის ოპერატორს დაზიანებული აქვს თვალები, მას ქიმიური ხსნარი შეასხეს.

დაშავებულებს შორის არიან "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტები და ოპერატორებიც.

"კამერას დროშა ჩაარტყეს, მე რამდენიმე ადამიანი მირტყავდა, ბოლოს იმ ადგილს გავერიდე,"- აცხადებს ოპერატორი რომა ტარუღიშვილი.

ამასთან ალადაშვილის კლინიკაში კიდევ 2 დაშავებული პირი იმყოფება. 

"ალადაშვილის კლინიკის ნევროლოგიურ დეპარტამენტში მკურნალობას 2 პირი ვახტანგ ქარელი და გიორგი ნიკოლიშვილი განაგრძობს. შედარებით საყურადღებო კი ნიკოლიშვილის მდგომარეობაა, ვინაიდან მისი დიაგნოზია ტრავმული სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა. ის ინტენსიური მკურნალობის ქვეშ იმალება,"- აცხადებს ექიმი-ნევროლოგი მზია თხელაძე.


ავტორი: სანდრო სანაია

დღის ამბები