28 ნოემბერი 2024,   13:39
ვრცლად
რატომ არ შედგა დაანონსებული რეგისტრაცია Sinopharm-ით ვაქცინაზე - პორტალი ამ დრომდე პარალიზებულია

ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალი დილიდან პარალიზებულია. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიზეზი - გუშინ გვიან ღამით საიტზე განხორციელებული კიბერშეტევა გახდა. სპეციალისტები პრობლემის აღმოსაფხვრელად მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ, თუმცა ამ დრომდე უცნობია, როდის აღდგება წვდომა ვებ-პორტალზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 2 მუხლით დაიწყო, რაც კომპიუტერული მონაცემების და სისტემის უკანონო გზით გამოყენებასა და ხელყოფას გულისხმობს.

ვიდრე ვებ-პორტალზე მუშაობა აღდგება სამედიცინო ცენტრები მასობრივი იმუნიზაციის დაწყებისთვის ემზადებიან. COVD-19 საწინააღმდეგო ვაქცინის მსურველებს ამ ეტაპზე აცრა მხოლოდ ჩინურ Sinopharm-ით შეუძლიათ.

თუ ვებპორტალის მუშაობა აღდგება, მასობრივი იმუნიზაცია ორშაბათს უნდა დაიწყოს. არსებული რესურსებით, დღიურად 17 000 ადამიანის აცრა იქნება შესაძლებელი, რაც 25 დღეში მილიონ ვაქცინირებულ მოქალაქეს ნიშნავს.

 

 

დღის ამბები