28 ნოემბერი 2024,   13:48
ვრცლად
ქორწილში, რომ დამპატიჟონ მაინც არ ჩამოვალ - რატომ გაუბრაზდა გრიშა ონიანი გორელებს

გრიშა ონიანი გორელებს გაუნაწყენდა. საზოგადოება "სტალინელის" თავმჯდომარე გორის თეატრში სტალინელების ხალხმრავალ შეკრებას ელოდა, თუმცა მასთან შეხვედრას მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დაესწრო.

გრიშა ონიანის თქმით, მას არათუ გორის მერობა აღარ უნდა, არამედ გორში ქორწილშიც კი აღარ ჩავა:

"ქორწილში, რომ დამპატიჟონ გორში აღარ ჩამოვალ," - განაცხადა გრიშა ონიანმა.

განაწყენებულმა გრიშა ონიანმა გეგმები შეცვალა და შეხვედრის მიზანზე დაწვრილებით აღარ ისაუბრა.  თუმცა განაცხადა, რომ ის სტალინის ნეშტის საქართველოში გადმოსვენებაზე ისევ ფიქრობს.

დღის ამბები