უკრაინამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერთობლივი სამხედრო-საზღვაო წვრთნები გამართეს.
სამხედრო სწავლება უკრაინის სამხრეთით ჩატარდა. წვრთნები Sea Breeze 2021-ის ფარგლებში მიმდინარეობს და მასში ნატოსა და მისი მოკავშირეების 5 ათასამდე სამხედრო, 40 საფრენი და 30 საზღვაო ხომალდია ჩართული.
უკრაინული მხარის განცხადებით, წვრთნების მთავარი მიზანი ერთობლივ, მრავალეროვნულ სამშვიდობო და უსაფრთხოების ოპერაციებში მონაწილეობის გამოცდილების მიღებაა.