თბილისში უკვე მეოთხე დღეა, აქტუალური მუსიკის ფესტივალი იმართება. ქართულ-შვეიცარიულ პროექტში ორივე ქვეყნის ახალგაზრდა და ცნობილი მუსიკოსები მონაწილეობენ, მათ შორის არტისტები, რომლებმაც სახელი ელექტრონული მუსიკით გაითქვეს.
ფესტივალი რომელიც კლასიკურ და თანამედროვე მუსიკას აერთიანებს ხვალ საოკუპაციო ხაზთან ახლოს ქალაქ გორში დაიხურება.
ორგანიზატორები გორელ მსმენელს და ჩასულ სტუმრებს ელექტრონული მუსიკის საღამოს და მსოფლიოში განთქმულ გორის ქალთა გუნდის რეპერტუარს შესთავაზებს.