28 ნოემბერი 2024,   14:39
ვრცლად
არჩევნებიდან 8 თვეში დატოვებული ცესკოს თავმჯდომარეობა - რატომ გადადგა თამარ ჟვანია და ვინ დაიკავებს მის ადგილს

თითქმის 8 წლიანი მუშაობის შემდეგ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას თამარ ჟვანია ტოვებს. არაერთხელ დასმულ შეკითხვას - გადადგებოდა თუ არა, უარით პასუხობდა. ბოლოს ამ შინაარსის განცხადება 22 ივნისს პარლამენტში გააკეთა. როგორც აღმოჩნდა, 8 დღის შემდეგ ჟვანიამ პოზიციები შეცვალა და საზოგადოებას წასვლის შესახებ გადაწყვეტილება მოულოდნელად, "ფეისბუკ" სტატუსით შეატყობინა.

თამარ ჟვანიას ეს გადაწყვეტილება ოპოზიციისთვის დაგვიანებულია. ხელისუფლების ოპონენტებისთვის მისი თანამდებობიდან წასვლა არჩევნების გაყალბების აღიარებას ნიშნავს. ახლა ოპოზიცია ცესკოს თავმჯდომარის ვაკანტურ ადგილზე დამოუკიდებელ კანდიდატს ელოდება.

ცესკოს თავმჯდომარის გადადგომას მმართველ გუნდშიც აფასებენ და თვლიან, რომ თამარ ჟვანია მესამე სექტორისგან და ოპოზიციისგან დაუმსახურებელი კრიტიკის ობიექტი იყო.

თამარ ჟვანიას მოვალეობას ახლა მისი მოადგილე ასრულებს. ცესკოს ინფორმაციით, კომისია მუშაობას აგრძელებს და ახალ წევრებსა და თავმჯდომარეს ელოდება.

დღის ამბები