28 ნოემბერი 2024,   14:36
ვრცლად
"მსახურთა შემოდგომა" - სამეფო უბნის თეატრი წელიწადნახევრიანი პანდემიური პაუზის შემდეგ მაყურებლისთვის იხსნება

"მსახურთა შემოდგომა" - სამეფო უბნის თეატრი პრემიერისთვის ემზადება. წელიწადნახევრიანი პანდემიური პაუზის შემდეგ დარბაზში მაყურებელს აქ პირველად მიიღებენ.

სპექტაკლის დრამატურგი მწერალი ნინო ხარატიშვილია.

მსოფლიოში აღიარებული მწერალი და დრამატურგი ნინო ხარატიშვილი ახლა საქართველოში იმყოფება და ნინო ბურდულთან, ნატა მურვანიძესთან და ნატუკა მხეიძესთან ერთად პრემიერისთვის ემზადება. სპექტაკლზე დიდი ხანი არ უმუშავია, იდეაც სპონტანურად მოვიდა და თითქმის ერთ თვეში სცენაზე "მსახურთა შემოდგომა" სრულყოფილად წარმოაჩინა.

სპექტაკლის პრემიერა 25 ივნისს გაიმართება. 

დღის ამბები