28 ნოემბერი 2024,   14:40
ვრცლად
სიცოცხლის მხარდაჭერა ყველა ეტაპზე - "სოციალური კოდექსის" 2 წლიანი პროექტის განხორციელება იწყება

დევნილები, პენსიონერები, სოციალურად დაუცველები, მიუსაფრები და ყველა ის მოქალაქე, რომელიც სოციალურ დაცვას საჭიროებს - ხშირად მას კანონში არსებული ხარვეზებისა და გაუმართაობის გამო ვერ იღებენ.

ჯანდაცვის უწყების მტკიცებით, მოქალაქეები ორ წელიწადში მსგავსი პრობლემის წინაშე აღარ დადგებიან.

სოციალური დაცვის მდგრადი, სამართლიანი და ეფექტიანი სისტემის მხარდასაჭერად, ევროკავშირის დაფინანსებით, საფრანგეთისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოები - "სოციალური კოდექსის“ 2 წლიანი პროექტის განხორციელებას იწყებენ. მიზანი ისეთი სოციალური სისტემის შექმნაა, რომელიც მოქალაქის სიცოცხლის ყველა ეტაპზე, მას სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერას გაუწევს.

დღის ამბები