28 ნოემბერი 2024,   14:39
ვრცლად
საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მეორე მოსმენით, მუხლობრივად იმსჯელებენ

ვენეციის კომისიიდან მიღებული დასკვნის შემდეგ დეპუტატები საარჩევნო რეფორმის განხილვას უბრუნდებიან. "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებზე დღეს კანონმდებლები იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მეორე მოსმენით, მუხლობრივად იმსჯელებენ. სავარაუდოდ, კენჭისყრა სესიაზე მიმდინარე კვირასვე მოხდება.

უმრავლესობაში ამბობენ, რომ შენიშვნები ფუნდამენტურ საკითხებს არ ეხება. ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით კი "ოცნება" მზადაა, კონსულტაციები დაიწყოს.

დოკუმენტის მიხედვით, არჩევნების შემდეგ, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე ავტომატურად გადაითვლიან უბნების 10 პროცენტს, იცვლება ცესკოს, საოლქო და საუბნო კომისიების დაკომპლექტების წესიც.

დღესვე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პარლამენტის წევრის იმუნიტეტთან დაკავშირებულ ინიციატივაზე პირველი მოსმენით იმსჯელებს.

შეგახსენებთ, ცვლილება შარლ მიშელის დოკუმენტს უკავშირდება და ის დეპუტატის იმუნიტეტის მოსახსნელად არსებული 76 ხმით ნაცვლად 90 დეპუტატის თანხმობას ითვალისწინებს.

ასევე მესამე მოსმენით განიხილება პარტიების დაფინასების საკითხიც.

დღის ამბები