28 ნოემბერი 2024,   14:39
ვრცლად
რატომ აცვიათ ქალებს შავი სამოსი პაპთან შეხვედრისას - ვატიკანში სპეციალური წესები მოქმედებს

რატომ ეცვა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილის შავი ფერის ტანსაცმელი რომის პაპთან ვიზიტისას - ვატიკანში არსებული დრესკოდის შესახებ სტატიას პორტალი catholic.ge აქვეყნებს.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ ვატიკანში არსებობს პროტოკოლი, სადაც გაწერილია, როგორი უნდა იყოს დრესკოდი პაპთან შეხვედრისას, იგი ეხება, როგორც პოლიტიკოსებსა და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებს, ასევე - უბრალოდ მორწმუნეებს.

"პროტოკოლი მნიშვნელობას ანიჭებს ტანისამოსის ფერს და კრძალავს ექსტრავაგანტული ფერის სამოსს. ასევე, აკრძალულია იასამნისფერი, წითელი და თეთრი ტანისამოსი, თუმცა ეს უკანასკნელი, გამონაკლისის სახით, დაშვებულია.

პაპთან ოფიციალური ვიზიტისას მიზანშეწონილია ე.წ. Total Black ანუ შავი ტანისამოსი:

- კაცებისთვის შავი პიჯაკი, კლასიკური შავი ჰალსტუხი;
- ქალებისთვის შავი კაბა, მოკრძალებული რაოდენობით სამკაული. სასურველია, მხოლოდ ყელსაბამი. პროტოკოლი არ ითვალისწინებს, თუმცა სასურველია შეხვედრისას ქალი ატარებდეს შავ თავსაბურავს. ვარცხნილობა მოკრძალებული, გრძელი თმების მქონე ქალებისთვის აუცილებელია აწეული თმა.

ნაკლებად ოფიციალური შეხვედრების დროს, გათვალისწინებულია იგივე წესები, რაც ეკლესიაში:

- ქალებისთვის მუხლსქვემოთ კაბა ან გრძელი შარვალი. იკრძალება ღრმა დეკოლტე; შავი, ანდა მუქი ფერის ფესხაცმელი და წინდა, მცირე ზომის მოკრძალებული ხელჩანთა, ფრჩხილებზე ნატურალური ფერის ან გამჭვირვალე ლაქი.

- მამაკაცებისთვის გრძელი შარვალი, პერანგი ან მხრებდაფარული მაისური,"-ნათქვამია სტატიაში. 

სტატიის მიხედვით, მსოფლიოში სულ 7 ქალია, რომელთაც რომის პაპთან ვიზიტისას თეთრი ტანსაცმლის ჩაცმა შეუძლიათ, ესენია: 

- დედოფალი სოფია – ესპანეთის მეფის, ხუან-კარლოს პირველის მეუღლე.

- ნეაპოლის პრინცესა მარინა – ვიქტორ ემანუელ საბაუდის მეუღლე.

- მონაკოს პრინცესა შარლენ ვიტსტოკი – მონაკოს პრინცის, ალბერტ მეორის მეუღლე.

- ესპანეთის დედოფალი ლეტიცია (ლეტიცია ორტიზ როკასოლანო) – ესპანეთის მეფის, ფილიპ მეექვსე ბურბონას მეუღლე.

- ბელგიის დედოფალი მატილდე (მატილდე დ უდეკემ დ აკოზ) – ბელიგიის მეშვიდე დედოფალი 2013 წლის 21 ივლისიდან. ბელიგიის მეფის, ფილიპის მეუღლე.

- ბელგიის დედოფალი პაულა (პაულა რუფო დი კალაბრია) – ბელგიის მეექვსე დედოფალი 1993 წლიდან 2013 წლამდე. ბელგიის მეფის, ალბერტ მეორის მეუღლე.

- ლუქსემბურგის პრინცესა მარია ტერეზა მესტერი.

დღის ამბები