28 ნოემბერი 2024,   14:37
ვრცლად
მთავრობამ ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმა წარმოადგინა

ბორჯომში, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საპარლამენტო უმრავლესობის და მინისტრთა კაბინეტის გასვლითი სხდომა დასრულდა.

შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებულ ქვეყნის განვითარების 10-წლიან გეგმას განიხილავდნენ.

გუშინ მთელი დღის განმავლობაში, "ქართული ოცნების" წევრებს, თორმეტი სამინისტროს ხელმძღვანელი განვითარების გეგმას აცნობდა.

"მთავრობამ ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმა წარმოადგინა, რომელიც, პრაქტიკულად, მოიცავდა ყველა ასპექტს. ეს არის განათლების რეფორმა, ჯანდაცვა, ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარება და სივრცითი მოწყობა,"- აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი.

"ყველა ციფრი და ყველა მიმართულება, რომელიც ფაქტობრივად ყველა სექტორის მიმართულებით დალაგებული, გათვლილია მხოლოდ და მხოლოდ რეალურ ციფრებზე, იმ ინდიკატორებზე და იმ შეფასებებზე, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებით არის აღიარებული, ამიტომ ჩვენ ამ პროგრამაში ვერ ვნახავთ ვერცერთ პოპულისტურ გადაწყვეტილებას,"- აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

დღის ამბები