28 ნოემბერი 2024,   14:38
ვრცლად
სახალხო დამცველს დღეს პარლამენტში ელოდებიან - კანონმდებლები 2020 წლის ანგარიშს მოისმენენ

პარლამენტში დღეს სახახლო დამცველს ელოდებიან. კანონმდებლები 2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშს მოისმენენ.

უმრავლესობის შეკითხვები სახალხო დამცველის პოლიტიკურ მიუკერძოებლობას და პანდემიის პირობებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების საჭიროებებს შეეხება.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიში მნიშვნელოვანია და "ქართული ოცნება" ანგარიშს ყოველწლიურად ითვალისწინებს.

დღის ამბები