28 ნოემბერი 2024,   14:36
ვრცლად
ქურდული გარჩევა ქუთაისში, დაკავებულია სამი მამაკაცი - რას ითხოვდნენ კრიმინალური ავტორიტეტები კაფე-ბარის მეპატრონისგან

ქურდული გარჩევა ქუთაისში, დაკავებულია სამი მამაკაცი. ქურდული გარჩევის მიზეზი წყალტუბოში არსებული მცირე ბიზნესი გახდა.

ოფიციალური ვერსიით, კაფე-ბარის დამფუძნებლებს შორის დავის მოგვარება კრიმინალურმა ავტორიტეტმა თვითნებურად გადაწყვიტა, გარჩევა მისი და კიდევ ორი გარეშე პირის დაკავებით დასრულდა.

რას სთხოვდნენ კრიმინალური ავტორიტეტები კაფე-ბარის მეპატრონეს და რა ფარული ჩანაწერები აქვს გამოძიებას საქმეში.

გამოძიების ვერსიით, ფარულ ჩანაწერში ნაჩვენები პირი, რომელიც ქურდული სამყაროს წევრია, ცდილობს თანამოსაუბრეს აუხსნას, რომ წყალტუბოში მდებარე კაფე-ბარის მეწილეებს შორის დავა სწორედ კრიმინალური წესების გათვალისწინებით გადაწყვიტოს.

იგივე პირი ჩანაწერის შემდეგ ნაწილში საკუთარ სტატუსსაც წარადგენს.

ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობა და ქურდულ გარჩევაში მონაწილეობა - მუხლი 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიების ინფორმაციით, არსებული ვიდეოჩანაწერების გარდა ამოღებულია დაკავებულების მობილურები და კომპიუტერული ტექნიკაც. მათში არსებული ინფორმაცია კი ადასტურებს, რომ ბრალდებულებმა ბიზნესდავის კრიმინალური წესებით გადაწყვეტა და ამით სარგებლის მიღება თვითნებურად გადაწყვიტეს.

დღის ამბები