28 ნოემბერი 2024,   14:39
ვრცლად
ჯანდაცვის მინისტრმა დევნილ ვეტერანთა 60 ოჯახს ქუთაისსა და ზუგდიდში ბინები გადასცა

ჯანდაცვის მინისტრმა იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინების გასაღები გადასცა. დევნილ ვეტერანთა 60 ოჯახი ქუთაისსა და ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართის მფლობელი გახდა.

დამატებით, დევნილ ვეტერანთა 100-მდე ოჯახმა ადმინისტრაციული დაპირება მიიღო, რომლის თანახმადაც, საცხოვრებელი ფართებს ქუთაისსა და ზუგდიდში, უახლოეს მომავალში, უპირობოდ მიიღებენ.
 
ვეტერანი დევნილების განსახლების სპეციალური პროექტი წელს პირველად განხორციელდა.
დღის ამბები