28 ნოემბერი 2024,   14:35
ვრცლად
ოკუპირებულ სოხუმში ყოფილი საკონდიტრო ფაბრიკის შენობა იწვის

ოკუპირებულ სოხუმში ყოფილი საკონდიტრო ფაბრიკის შენობა იწვის - ცეცხლი დაახლოებით 1 000 კვ.მ. ფართობს უკიდია. ინფორმაცია დაშავებულებზე ჯერჯერობით არ ვრცელდება. ახლომდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებლებმა საკუთარი სახლები დატოვეს. მოძრაობა ეშბას ქუჩაზე გადაკეტილია.

სოხუმის საკონდიტრო ფაბრიკა 1978 წელს აშენდა, წელიწადში 10 ათასი ტონა მზა პროდუქციის ტევადობით. ფაბრიკაში საკონდიტრო პროდუქტები მზადდებოდა: შოკოლადის კანფეტები შეკვრითა და წონით, ორცხობილა, სხვადასხვა სახის აღმოსავლური ტკბილეული, ირისი და კარამელი.

ფაბრიკა 2004 წლიდან აღარ მუშაობდა, სახურავი და შენობა-ნაგებობა სრულიად  განადგურებული იყო, სამუშაო აღჭურვილობა კი დაზიანებული და შეკეთებას, სავარაუდოდ, არ ექვემდებარებოდა.

დღის ამბები