28 ნოემბერი 2024,   14:40
ვრცლად
გიორგი გახარია ფილიპ რიკერს შეხვდა
გიორგი გახარია ფილიპ რიკერს შეხვდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელმა ფილიპ რიკერმა და პარტია "საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ შეხვედრაზე განიხილეს ყველა ის საკითხი, რომელიც საქართველო-ამერიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგშია.
 
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უსაფრთხოების კუთხით ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. გიორგი გახარიამ დეტალურად ისაუბრა საკუთარი პარტიის და საკუთარი პოლიტიკური გეგმების შესახებ.
 
გიორგი გახარია და ფილიპ რიკერი შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობა სამომავლოდ კვლავაც აქტიურად გაგრძელდება.
 
შეხვედრას აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი და პარტიის "საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი კახაბერ ქემოკლიძე ესწრებოდნენ.
დღის ამბები