28 ნოემბერი 2024,   14:34
ვრცლად
რეზო გაბრიაძეს მთაწმინდის პანთეონში დღეს დაკრძალავენ

ქართველ მხატვარს, რეჟისორისა და მწერალს, რეზო გაბრიაძეს დღეს დაკრძალავენ. გამოსვენება ანჩისხატის ტაძრიდან 13:00 საათისთვის იგეგმება. ხელოვანს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ.

რეზო გაბრიაძის სამოქალაქო პანაშვიდები მის მიერ დაარსებულ მარიონეტების სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობდა. ის რამდენიმე დღის წინ, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

რეზო გაბრიაძის ოჯახს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს სამძიმარი გამოუცხადეს ქვეყნის პირველმა პირებმა.

მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მწერალი და მოქანდაკე რეზო გაბრიაძე 1936 წელს ქუთაისში დაიბადა. ის 35-ზე მეტი ფილმის ავტორია, რომელთა შორის არის "მიმინო", "არ დაიდარდო", "ქინ ძა ძა", "შერეკილები", "არაჩვეულებრივი გამოფენა", "სამნი გზაზე" და ა.შ.

1981 წელს რეზო გაბრიაძემ თბილისში დააარსა მარიონეტების თეატრი. რეზო გაბრიაძე მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, მათ შორის არის საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის კომანდორის ორდენი, სსრკ სახელმწიფო პრემია, პრემიები – "ნიკა", "ტრიუმფი", "ოქროს ნიღაბი", "ოქროს სოფიტი", "ცარსკოსელსკაია პრემია",  რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია და ა.შ.

დღის ამბები