28 ნოემბერი 2024,   14:38
ვრცლად
"პანსიონის ყოფილ და მოქმედ ბენეფიციარებზე ზეწოლა მიმდინარეობს, რომ მათ ჩვენება არ მისცენ," - ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველი ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს. ომბუდსმენის განცხადებით, პანსიონის ყოფილ და მოქმედ ბენეფიციარებზე ზეწოლა მიმდინარეობს, რომ მათ ჩვენება არ მისცენ.

"მათზე მიმდინარეობს სერიოზული ზეწოლა, რომ არ მისცენ ჩვენებები სამართალდამცავ ორგანოებს მათ მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტების შესახებ.

დაგვიკავშირდა ერთ-ერთი ყოფილი აღსაზრდელი ნინოწმინდის ბავშვთა სახლის, რომელიც ამჟამად ირიცხება ხიჭაურის უნივერსიტეტში, ეს არის უნივერსიტეტი საპატრიარქოს დაქვემდებარების ქვეშ. პირმა განგვიცხადა, რომელიც არის სრულწლოვანი, რომ რამდენიმე დღის წინ გადაწყვიტა, მიუხედავად დიდი ზეწოლისა, მიეცა ჩვენება ძალადობის ფაქტების შესახებ პოლიციისთვის და პოლიციიდან უკან დაბრუნებულს აიძულეს, მოსთხოვა უნივერსიტეტის წარმომადგენელმა, რომ დაეტოვებინა უნივერსიტეტის ტერიტორია იმის გამო, რომ მან ინფორმაცია მიაწოდა ძალადობის ფაქტების შესახებ პოლიციას." - განახადა ნინო ლომჯარიამ.

დღის ამბები