28 ნოემბერი 2024,   14:41
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილი ჩემს საქმეში არ ერეოდა - გიორგი გახარია

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ პრემიერობის დროს ბიძინა ივანიშვილი მის საქმეში არ ერეოდა და მას თავისუფლების მაღალი ხარისხი ჰქონდა. ამის შესახებ მან "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა.

"როგორც კი ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ მე გავიწიე, არც ერთხელ არ მიმიყენებია არც მისთვის და არც ჩემი თავისთვის შეურაცხყოფა და კავშირზე არ გავსულვარ. ბიძინა ჩემს საქმეში არ ერეოდა. მე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, ასეთი შემთხვევა არ მქონია და ის, რომ მე ჩემს ბოლო კითხვაზე პასუხი ვერ მივიღე, ესეც პასუხი იყო და მივიღე ჩემი გადაწყვეტილება. თავისუფლების ეს ხარისხი ყოველთვის მქონდა და ვიცი, რომ ივანიშვილიც ამ ხარისხს აფასებდა. დღეს რაც ხდება, ეს არის პოლიტიკური პროცესი. მე მოღალატეს დამიძახებენ თუ თვალთხარიას, დღეს ის კაცი უბრალოდ აიძულეს ის განცხადება გაეკეთებინა," – განაცხადა გახარიამ.

გახარიამ ასევე უპასუხა კითხვას, "ოცნების" სხვა ლიდერების მსგავსად ისიც "აღმერთებდა თუ არა ივანიშვილს". მისი თქმით, მას ივანიშვილის მიმართ პატივისცემა ჰქონდა:

"არ ვაღმერთებდი. მე მის მიმართა პატივისცემა თუ მქონდა, ეს ჩემს მიერ აღიარებული პატივისცემაა," - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები