28 ნოემბერი 2024,   14:39
ვრცლად
თბილისიდან კიევში ჩაფრენილ თვითმფრინავში ბომბი არ აღმოჩნდა - უკრაინის შსს შეტყობინების წყაროს ამოწმებს

SkyUp Airlines -ის თვითმფრინავში, რომელიც ბორისპოლის აეროპორტში საგანგებო რეჟიმში ცოტა ხნის წინ დასვეს, საეჭვო არაფერი აღმოჩნდა.  უკრაინის შსს-ს ინფორმაციით, უწყება ამ ეტაპზე ამოწმებს იმ მისამართს, საიდანაც თვითმფრინავის ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება შევიდა.

რეისი კიევში თბილისიდან შესრულდა.  საქართველოს დედაქალაქიდან ის დაახლოებით 13:00 საათზე გაფრინდა და უკვე უკრაინის საჰაერო სივრცეში იყო, როდესაც აღნიშნული შეტყობინება მიიღეს.

სხვადასხვა წყაროთი ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უკრაინელმა სამართალდამცავებმა თვითმფრინავის ერთი მგზავრი - საქართველოს მოქალაქე დააკავეს, თუმცა ეს ინფორმაცია ამ ეტაპზე დადასტურებული არაა.  

დღის ამბები