სამხრეთ აფრიკელმა ქალმა 10 ბავშვი გააჩინა. თუ ეს შემთხვევა სამედიცინო წარმომადგენლების მიერ ოფიციალურად დადასტურდება, გამოვა, რომ 37 წლის გოსიამე თამარა სიტჰოლმა ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
ადგილობრივი მედია იუწყება, რომ საცალო მაღაზიის 37 წლის თანამშრომელი შვიდი ბიჭისა და სამი გოგონას დედა გახდა. ჩვილები ორსულობის 29-ე კვირას საკეისრო კვეთით დაიბადნენ. ბავშვების მშობლები ირწმუნებიან, რომ ქალი ბუნებრივი გზით დაორსულდა.