28 ნოემბერი 2024,   14:39
ვრცლად
ბოსნიელი სერბების ყოფილი გენერლის განაჩენი - ჰააგის სასამართლომ რატკო მლადიჩი ციხეში სიცოცხლის ბოლომდე დატოვა 

ჰააგის სასამართლომ სამშაბათს საბოლოო გადაწვეტილება მიიღო ბოსნიელი სერბების არმიის ყოფილი გენერლის, რატკო მლადიჩის აპელაციასთან დაკავშირებით, რომელსაც 2017 წელს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობისა და სხვა სამხედრო დანაშაულების გამო. მლადიჩის აპელაცია სასამართლოს მიერ უარყოფილი იქნა.

საერთო ჯამში, რატკო მლადიჩის ბრალდება 10 პუნქტს მოიცავს. მათ შორის უმთავრესია ბოსნიის დედაქალაქის სარაევოს 4 წლიანი ალყა და ათასობით დაღუპული დაბომბვების დროს და ხოცვა-ჟლეტა სრებრენიცაში 1995 წლის ივლისში, სადაც რადიჩის სამხედროებმა 8000-ზე მეტი ბოსნიელი მუსლიმი მოკლეს - ძირითადად, კაცები და ბიჭები.

ბრალდების მხარისა და სასამართლოს თანახმად, მლადიჩი თავად კურირებდა ათასობით ბოსნიელი მუსლიმის მასობრივ განადგურებას.

წინა განაჩენი გასაჩივრებული ჰქონდა ორივე მხარეს. დაცვის მხარე ითხოვდა მის ყველა პუნქტში გამართლებას, ბრალდების მხარეს კი სურდა მლადიჩის, როგორც არმიის ხელმძღვანელის ქმედებები, შეფასებულიყო გენოციდად არა მარტო სრებრენიცაში განვითარებული მოვლენების, არამედ ბოსნია და ჰერცეგოვინის კიდევ  5 მუნიციპალიტეტში, მათ შორის პრიედორსა და ფოჩაში, სადაც უფლებადამცველების  მონაცემებით 6.5 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.  ორივე აპელაცია უარყოფილი იქნა.

დღის ამბები