ამერიკის შეერთებულ შტატებში სროლას მსხვერპლი მოჰყვა. ფლორიდაში წვეულებაზე ცეცხლი ავტომობილებიდან უცნობმა პირებმა გახსნეს. ორი ადამიანი ადგილზე, ერთი კი ჰოსპიტალში დაიღუპა.
დაშავდა 5 პირი. თავდასხმის მოტივი უცნობია. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.